ლანჩხუთში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო
30-01-2021, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი მულტიპროფილური იქნება, სადაც პროფესიული განათლების მსურველები შეძლებენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს პროფესიების დაუფლებას.

 

 

ლანჩხუთის კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯის „ჰორიზონტი“ სასწავლო ბაზა იქნება. სამშენებლო სამუშაოების მომზადების პარალელურად, კოლეჯმა „ჰორიზონტი“ უკვე დაიწყო ინტენსიური დიალოგი ადგილობრივ კერძო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების შემუშავება-განხორციელების მიმართულებით.

 

 

ლანჩხუთის კოლეჯი 2022 წელს უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯის ბაზაზე იგეგმება დუალური, მოკლევადიანი და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი დარგების მიმართულებით.

 

 

ლანჩხუთის კოლეჯის მშენებლობით გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება. შედეგად, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი