„პოზიციის“ მიერ გამოკითხულთა 65% NDI-ს კვლევებს არ ენდობა
20-10-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ „ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და მის მიერ ჩატარებული კვლევების ნდობის ხარისხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა გამოკითხა. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% პროცენტი არც NDI-ს ენდობა და არც მის მიერ ჩატარებულ კვლევებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გამოკითხვის შედეგები გააცნო.


„გამოკითხვა თბილისის ხალხმრავალ უბნებში გაიმართა. სულ გამოიკითხა 325 ადამიანი. გამოკითხვა სამი მიმართულებით ჩატარდა: ვიდეოგამოკითხვა, ანკეტების შევსება და ტელეფონის საშუალებით.


გამოკითხულთა 10% (32 ადამიანი) კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს; 25% (82 ადამიანი) ამბობს, რომ „ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს ენდობა; 65%-ის აზრით (212 ადამიანი) კი არც აღნიშნული ორგანიზაცია და არც მის მიერ ჩატარებული კვლევები სანდო არ არის“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.


როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, გამოკითხვაში სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, NDI-ს მიმართ უაყროფითი დამოკიდებულების მიზეზად გამოკითხულთა უმრავლესობამ ამ ორგანიზაციის მიერ ადრე ჩატარებული კვლევები დაასახელა, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არ იყო.


ადამაშვილის თქმით, „ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტი“ უწინდებურად აგრძელებს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას და ე.წ. კვლევებით იმ შედეგების დადებას, რაც ყოფილ ხელისუფლებას ასიამოვნებს. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ერთი კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა: „ყველას გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ვითომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა უმაღლესო პროცენტული მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი, თუმცა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს NDI -ს გამოკითხულთა მეოთხედიც კი არ უჭერდა მხარს“.


როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, NDI ისევ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და იმ პროცენტული მაჩვენებლის დადებას, რაც ყოფილ ხელისუფლებას ესიამოვნება, თუმცა, რეალობას საკმაოდ აცდენილია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი