ამაიაკ მიქაელიანი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს
25-01-2021, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლამ 2020-2021 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს საკლასო ოთახებში განაახლა.

 

 

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ამაიაკ მიქაელიანმა (მაღლა ფოტოზე) განუცხადა.

 


„გასული წლის15 სექტემბერს ტრადიციულად დაწყებული სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი შეფერხების გარეშე, ჯანდაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა 18 იანვარს.

 


„ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი სრულიად გამართულად მიმდინარეობს. სკოლა სათანადოდ არის აღჭურვილი ჰიგიენური საშუალებებით, დეზობარიერებით, ხსნარებით, პირბადეებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიეჩვია იმ წესების დაცვას, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული.

 


„მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერი განსაკუთრებით რთული იყო. ვირუსი მასობრივად იყო მოდებული მთელ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მუნციპალიტეტში და ის პერიოდი ონლაინ სწავლებაზე მოგვიწია გადასვლა, თუმცა დეკემბრის დასაწყისში ისევ დავუბრუნდით საკლასო ოთახებს და პირველი სემესტრი ასე დავასრულეთ.

 


„ჩემი და სხვა პედაგოგების აზრითაც, ტრადიციული, პირისპირ, საკლასო ოთახებში სწავლების პროცესი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ონლაინ სწავლება. საკლასო ოთახებში ბავშვები უკეთესად სწავლობენ და ცოცხალ გარემოში სწავლა მათაც და მასწავლებლებსაც უფრო მოსწონთ.

 

 

ამჟამად, როცა საქართველოში უკვე ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარების სტაბილურობის ნიშნები ჩანს და ნინოწმინდის მუნციპალიტეტში კორონოვირუსის თითო ოროლა შემთხვევაღა თუ ფიქსირდება, ვიმედოვნებთ, რომ აღარ გახდება საჭირო ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ამაიაკ მიქაელიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი