სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.
უწყებიდან ცნობით, ომარ ხ. ერთ-ერთ ბიზნესმენს გაეცნო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ თორდია და, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 120 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
"ომარ ხ. მოტყუებით დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილს 30 000 აშშ დოლარს, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე განმარტებით, გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის გენერალური ინსპქცია აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.