ბათუმში ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი აშენდა
01-02-2021, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. მისი ფართობი ჯამში 7700 კვადრატული მეტრია.

 

 

სკოლის შენობა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

 

 

შენობაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო, სასადილო და სპორტული დარბაზი. ასევე კეთილმოწყობილია ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა.

 

 

რაც შეეხება სკოლის კამპუსს, მოსწავლეების საცხოვრებლად და დასასვენებლად შესაბამისი გარემოა შექმნილი. კამპუსიც სკოლის მსგავსად სრულად ადაპტირებულია სსსმ პირთათვის, შენობაში მოწყობილია საცხოვრებელი, სასწავლო, სასადილო ოთახები და სველი წერტილები.

 

 

მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინასნებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

პროექტის ღირებულება ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი