ნათია თურნავა: ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა
01-02-2021, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება, მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგმოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნათან დაკავშირებით კომენტარისას.

 

 

მინისტრის თქმით, აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სარესტორნო ინდუსტრია და კაფეები დღეიდან ღია სივრცეში გაიხსნებიან, ასევე მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა.

 

 

„ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია, თუ რა წარმატებით წავა შემდგომი გახსნის გეგმა. როგორც იცით, რიგში დგანან ბაზრობები, რომლებიც მალე გაიხსნება. ასევე დანარჩენ დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სარესტორნო ინდუსტრია ელოდება გახსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესაქტივობის გახსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ დღეიდან გაიხსნა საერთაშორისო რეგულარული ფრენებიც.

 

 

„შემსუბუქდა შემოყვანის რეჟიმი და როგორც იცით, შეზღუდვის გარეშე ვმასპინძლობთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ვისაც ვაქცინაციის ცნობა ექნება, ხოლო საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პისიარ ტესტით და მესამე დღეს ტესტირების ვალდებულებით შეეძლებათ შემოსვლა, რაც გვაძლევს საშუალებას, თანდათან მეტი ტურისტული ნაკადი მივიღოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი