[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მეტრო "სხოდნენსკაიასთან" სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნა მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია HTV ავრცელებს.
მოსკოვში სტუმრად მყოფმა ქართველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ტაქსით სცადეს, თუმცა ტაქსის მძღოლმა მათ წაყვანაზე უარი უთხრა, რის გამოც ახალგაზრდები მასაც თავს დაესხნენ.
რუსული მედიის ცნობით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია, ორმა კი მიმალვა შეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.