გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის განსაზღვრისა და შესაძლო ზიანის პრევენციის შესაძლებლობას იძლევა
01-02-2021, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ  სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.

 

 
მეტეოროლოგიური რადარის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში.


 
გარდა ამისა, რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი