გიორგი გახარიამ სოფელ ზედა საქარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა
01-02-2021, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში წარმატებები უსურვა.

 


გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ მოსწავლის მშობელს სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი აქვს, მას სამინისტრო ასეთ შესაძლებლობასაც სთავაზობს. მასწავლებლები კი, დამატებით დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

 

 

მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე ტიპის სამსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  სკოლაში გამართულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომბინირებული სპორტული დარბაზი. ეზოში კეთილმოეწყო სპორტული მოედანი.

 


სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარს აღემატება. საჯარო სკოლას, სადაც 31 ადამიანია დასაქმებული, 139 მოსწავლე ჰყავს.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი