საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“.
მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა. თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
75 წლის ასაკში თემურ წიკლაური დღეს გარდაიცვალა. იგი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.