დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.
სოციალურად დაუცველმა დევნილებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
გარდა ამისა, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ მეწარმე დევნილებსაც, რომლებიც საკუთარ საწარმოებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს დაასაქმებენ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 155 დევნილი დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.