არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გაადაბიჯოს, - ეს განცხადება დღეს გამართულ პრეს-კონფრენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომის" თემაზე საუბრისას გააკეთა.
კალაძის თქმით, "გაზპრომთან" დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.
"ეს პირველ რიგში, ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს ყვიროდა და ყველაზე მეტს საუბრობდა. "გაზპრომთან" დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც.
"გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან. მაგრამ, რატომღაც, ამ ფაქტებს ივიწყებენ და არავინ საუბრობს. არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადასბიჯოს. გასაგებია, რომ არჩევნების წელი მოდის და პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები, პოლიტიკოსები შეეცდებიან, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენონ თავი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.