საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კ. დ. დევალს (K. D. Dewal) შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ინვესტიციების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურის და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და გამოითქვა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობას ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (Free Trade Agreement – FTA). ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის. ამ კონტექსტში, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 8 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი მინისტრის მოადგილეების დონეზე.
აღინიშნა, რომ საქართველო და ინდოეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, რაც გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.