საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სწორედ დღეიდან განაახლებს საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად საქმიანობას.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ასევე, მოუსმენენ პრეზიდენტს და შესაძლებელი იქნება, ინტერპელაციის ფორმატიც გაიმართოს.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დახურა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავდა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.