დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჩაერთვებიან. ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმზე ხელმომწერები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.