კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში, 158 იმერეთში, 85 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
02-02-2021, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში, 158 იმერეთში, 85 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

 

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

 

 

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 229, აჭარაში – 181, იმერეთში – 485. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 44, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში- 5, იმერეთში – 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 117.

 

 

სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 357 პირი.

 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 621 პირი, აჭარაში – 746, იმერეთში – 1 528”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი