საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილს ავრცელებს
02-02-2021, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ.
 
 
სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.


 
წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ  საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.  „ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის - რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს“ - ნათქვამია მიმართვაში.


 
ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას. მინისტრები საუბრობენ ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების  თანამშრომლობის გაძლიერებაზე; წერილში ხაზგასმულია ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. წერილში ასევე საუბარია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ასოცირებული ტრიოსთვის  ამ ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.



მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, , ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი