საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
02-02-2021, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს. 

 

 

ქართული ჯარის უვნებელი და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის უწყება და სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს. მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და უწყებას კონტროლის დროს აღმოჩენილი შესაძლო შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას. სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას. 

 

 

განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტროლის მექანიზმების განხორციელების გარდა სააგენტო უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ტრენინგების ჩატარების ორგანიზებას და სამუშაო ჯგუფების შექმნას. 

 

 

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უწყებაში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნილი „სტანდარტიზაციისა" და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“ მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. გაძლიერებულია სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი