გიორგი ვოლსკიმ 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება შეაფასა და თქვა, რომ „აბსოლუტურად აცდენილია ეს ადამიანი გეომეტრიას და მორალს“
02-02-2021, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დავით გარეჯზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ სააკაშვილის მაშინდელი განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა და ამ განცხადების ანალიზით „ნათლად ჩანს, მას იმედი აქვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ელემენტარულად არ იცის, რაზე ლაპარაკობს“.

 


„თუკი სიმაღლეს მეზობელ ქვეყანას აძლევ, რასაკვირველია, ამ სიმაღლის წინამდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად, არა საქართველოს გამგებლობაში იქნება, არამედ მეზობელი ქვეყნის გამგებლობაში. ან რა საფრთხე შეიძლება შეექმნას სიმაღლიდან ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, თუკი ამ სიმაღლეზე ჩვენ ვართ.

 


როგორ შეიძლება უსაფრთხოებაზე ვიმსჯელოთ, იმ ტერიტორიიდან, როდესაც ეს თემა მეგობარი ქვეყნის ინტერესებს ეხება. რა სიმაღლეს აძლევ, რისთვის. რა უსაფრთხოებაზეა საუბარი. განა, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სიმაღლიდან შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას მეზობელი, მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის რეალობა – ერთი, და მეორე, გეომეტრიას აბსოლუტურად აცდენილია ეს ადამიანი, როცა ამ განცხადებას აკეთებს. არა მარტო გეომეტრიას, არამედ აცდენილია გარკვეულ მორალს, რომელიც საქართველოს ისტორიას, ჩვენ ინტერესებს, კულტურულ მემკვიდრეობას და უამრავ სხვა ასპექტს უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს. დღეს რა პროცესებიც ვითარდება, ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი და მისი სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 


მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში - იმ დროს, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო - განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საქართველოს მეგობართან, ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილეს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 12 მაისს. სააკაშვილის აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. დაბლა იხილეთ ვიდეო:

 

 

კომენტარები: 1
#1   თემო
      
დაისაჯოს სამართლის მკაცრი სასჯელით,ქვეყნის მოღალატე.
2 თებერვალი 2021 13:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი