წალენჯიხის მერიის მაღალჩინოსნის მამას 67 000 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს, ჯამში მუნიციპალიტეტმა 147 000-ზე მეტი ლარის საეჭვო ხელშეკრულებები გააფორმა პანდემიის პერიოდში - IDFI
03-02-2021, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: წალენჯიხის მერიის Facebook-ის გვერდიდან

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღებისა და სკოლების სველი წერტილების გარემონტების შესყიდვებიდან 3 ხელშეკრულება გაუფორმდა ოდერი არქანიას, რომელმაც ჯამში 67,000 ლარამდე მიიღო.

 


IDFI-ის ცნობით, ოდერი არქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა არქანიას მამაა. ის 2013 წლიდან იღებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, შპს „მშენჯგუფი“ 777-ს გაუფორმდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 ხელშეკრულება, 41,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით.

 


„კომპანია 2020 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პირველ ოქტომბერს არის ატვირთული. ამავე კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა 16,000 ლარზე მეტი ღირებულების უკონკურენტო ტენდერში, ისე რომ შემსყიდველის მიერ დაწესებული სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი შელიაა. ის ინდივიდუალურ მეწარმედაცაა დარეგისტრირებული და 2014-2015 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებსაც იღებდა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მომსახურებაზე. შელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორია შპს “შე-ლიში”, რაც ასევე მითითებულია ღვინჯილიას დეკლარაციაში. აღნიშნულ კომპანიას 2012 წელს ერთი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, მას შემდეგ ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდება.

 


23,000 ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაუფორმდა გიგა ფიფიას, რომელიც ამავდროულად ფიქსირდება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 13.10-31.10.2020 პერიოდის დეკლარაციაში. მას ანაზღაურების სახით 510 ლარი გადაეცა, თუმცა რა მომსახურებას უწევდა ქართულ ოცნებას, უცნობია“, აღნიშნულია კვლევაში.

 

 

კვლევაში ასევე ახმეტის, მარნეულისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საეჭვო შესყიდვებზეა საუბარი. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი