დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
03-02-2021, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქში მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორისაა, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.  

 

 

მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  

 

 

„პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. 2021 წელს გარკვეულწილად, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროექტების ნაწილის განხორციელება დავიწყოთ. ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად  განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაც იგეგმება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 

 

 

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძირეულად მოწესრიგდება არსებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდება LED სანათები. ყველამ იცის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ თუ კონკრეტულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოსაცვლელია და მხოლოდ ასფალტის საფარით შემოვიფარგლებით, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ წყალში გადაყრილი თანხები იქნება. ყველგან მსგავსი მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

გარდა ამისა, დედაქალაქში მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ნინო ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. 

 

 

„როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასვლა აღარ დაგვჭირდება და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

მისივე თქმით, ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.  

 

 

„მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან ამ კონკრეტული გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა, ამ პროექტის საშუალებით, მოძრაობა განიტვირთოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაგებიდან საბურთალოზე მოხვედრა ვაკეში შემოსვლის გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი