ვარკეთილში, მე-4 მიკრორაიონში, დაახლოებით 7 300 კვ.მ-ზე ახალი სკვერი გაშენდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს კახა სამხარაძესა და მის თითოეულ თაამშრომელს კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა ქალაქს. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ და ივარჯიშონ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნაა, რაც 2021 წელსაც გაგრძელდება.
„იცით, როგორი მიდგომა გვაქვს პარკების, სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებით და ზუსტად იგივე დამოკიდებულება არის ამ კონკრეტულ სივრცესთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი არის რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, ბევრი პარკი გაშენდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ. ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება და დარწმუნებული ვარ ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.