წესით, გიორგი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს რაღაცებში. რასაც ხელი მოვაწერეთ, კანონი და კონსტიტუცია კი არ იყო, ღია ტექსტი, მემორანდუმია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, ვაშაძეს შეუძლია, უკეთეს დოკუმენტზე იმუშაოს მმართველ გუნდთან.
„ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ „ქართულ ოცნებას“ და თუ გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას ემუშაოს, უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს არის ღია დოკუმენტი, კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ და არ შეიცვლება. ასეთი განცხადებები სასაცილოა და სევდიანი საყურებელია. თუ ჩვენზე მაგარია, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და ამბობს, არ ვარგაო. ხომ მაგარია? ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი? დაწეროს, ლომებრ პუნქტები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.