კახა კალაძე: 2008 წელს საომარ პირობებშიც, ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან
20-10-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება არის დიდი სიცრუე, 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.


როგორც კალაძემ აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოში, საომარ პირობებში მყოფი საქართველო ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან იღებდა.


მისივე თქმით, საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს 80-იანი წლებიდან, თუმცა კალაძემ ჟურნალისტებს ის ციფრები წარუდგინა, სადაც საუბარი იყო ბუნებრივი გაზის იმ მოცულობაზე, რომელსაც საქართველო რუსეთიდან 2003 წლიდან იღებს.


"საინტერესოა ერთი ფაქტი, 2006 წელი, ჩვენ კარგად გვახსოვს მოხდა აფეთქება მაღალ ელექტროგადამცემ ხაზზე, "კავკასიონზე", საიდანაც ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებდით და ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე. მაშინ წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ბუნებრივი აირი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და ირანიდან და სრულიად მოხდა რუსეთის ჩანაცვლება. ეს იყო დიდი სიცრუე და ამაზე მეტყველებს ციფრები", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2006 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილია 19 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის გაზი, ხოლო ირანიდან დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი.


"ირანიდან შემოსული გაზი არის დაახლოებით 2 საათის სამყოფი მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის. 19 მილიონი კი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი დღის მოხმარებაა", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ 2006 წელსაც კი დამატებითი მოცულობების მიღება ხდებოდა რუსეთიდან, ანუ 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული. კახა კალაძის თქმით, ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.


"2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, მაშინაც ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი