ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის
03-02-2021, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია.

 

 

უწყების პირველი პირი ვაქცინაციის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო.

 

 

მისი განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. მათივე ცნობით, ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, ათი სამედიცინო დაწესებულება და ხუთი სარეზერვო კლინიკა.

 

 

„საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში, ექიმები აიცრებიან. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, რათა პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო აღნიშნული კლინიკების შემოწმება და შეფასება. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი