ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
03-02-2021, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვახტანგ ბაბუნაშვილი - ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის  პოზიციაზე და დავით აბაშიძე - რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ მმართველ გუნდს.

 

ვახტანგ ბაბუნაშვილს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ვახტანგის კარიერა 2005 წელს საკონსულტაციო კომპანია ‘სინერჯი ჯგუფში’ დაიწყო. 2007 წლიდან მას  არაერთი პოზიცია ეკავა ბანკი რესპუბლიკაში (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“), თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში ფინანსური მიმართულებით. 2020 წლის ივლისიდან ვახტანგი ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა ლიბერთი ბანკს.

 

ვახტანგ ბაბუნაშვილი ფლობს  INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და 2007 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში საბანკო და ფინანსური ინტიტუტების მენეჯმენტის მიმართულებით. 

 

დავით აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს. ლიბერთი ბანკის გუნდთან შეერთებამდე იგი მუშაობდა  დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ისეთ გლობალურ ბანკებში როგორიცაა Citigroup და Barclays, სადაც ეხმარებოდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, კორპორატიულ შერწყმა-შესყიდვებში და ინვესტიციების ანალიზში. დავითს  2006-2012 წლებში ეკავა ქართუ ბანკში ფინანსური რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია.

 

დავით აბაშიძე ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France)  და CFA აკრედიტაციას.

 

‘გასული წელი, ბანკისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ ტრანსფორმაციის პროცესი და დავსახეთ ახალი ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგია. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მმართველი გუნდის ძალიან დიდი გამოცდილება და ერთსულოვნება. გუნდის თითოეული წევრის მონაწილეობით, დღეს უკვე მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს სამომავლო მოქმედების არეალი და გვაქვს მიზანი -  გავაუმჯობესოთ თითოეული ადამიანის, მათი ოჯახისა და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, კორპორაციული ტრანსფორმაციის გზაზე, მმართველ გუნდშიც განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.

 

მინდა მივესალმო დავითის და ვახტანგის ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გააგრძელებენ დაწყებულ საქმეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბანკის განვითარებასა და მისი მიზნების მიღწევაში. ვუსურვებ მათ წარმატებას.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

ანა ლატარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი