"მოსკოვი თბილისს უსასრულოდ აღარ დაელოდება!"
20-10-2015, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა სეპარატისტმა ლ.თიბილოვმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვ.სურკოვთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან შეერთება "სამხრეთოსური ხალხის" საუკუნოვანი ოცნებაა. – "პოლიტიკური რეალიები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და მრავალი საუკუნის მანძილზე უზრუნველყოთ ჩვენი რესპუბლიკის და ხალხის უსაფრთხოება და აყვავება", – თქვა თიბილოვმა. უკვე მერამდენედ, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა გაახმოვანა სურვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, რომლის შედეგების რეალიზაცია, მისი თქმით, განხორციელდება რუსთთან შეთანხმების საფუძველზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა და როგორც ამას მოსკოვი გადაწყვეტს!.. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ აფხაზებისგან განსხვავებით ცხინვალის რეგიონის (ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ) ოსური მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის ფედერაციაში" (ოსები გვტაცებენ ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს!). აქედან გამომდინარე, ამ საკითხში მოსკოვს კარტ–ბლანში აქვს, მეტიც, რუსები ოსებს "აკავებენ და აჩერებენ" სხვადასხვა მიზეზით, თორემ ოსები ჩქარობენ და განაწყენებულებიც კი არიან რუსებზე, რომ "ორი ოსეთის გაერთიანების" პროცესს მოსკოვში არ იწყებენ!.. დიახ, მწარე რეალობა ასეთია, მაგრამ უფრო მძიმე და ტრაგიკული წინ გველის, რადგანაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური პროცესები ("ყირიმის პრეცენდენტი"!) პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენას ახდენს ჩვენს პრობლემატიკაზე, რაც უწინარესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეხება!.. ამიტომ, უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დასავლეთის და რუსეთის მიმართულებით, მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შეიტანოს აღნიშნულ პრობლემატიკაში, რათა თავიდან აცილებული იქნას ცხინვალის რეგიონის მოსალოდნელი ანექსია!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, – მოსკოვი თბილისს უსასრულოდ აღარ დაელოდება!!!...



ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი