გივი ჭიჭინაძე: „ყველაზე დიდი გამოწვევა წყალტუბოს აღორძინების პროექტია“
03-02-2021, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიკიპედიაში მის შესახებ სამი პროფესია იკითხება: ინჟინერი, მომღერალი და პოლიტიკოსი. არადა გაცილებით მრავალმხრივი და მდიდარი ბიოგრაფია აქვს. სპორტულ სამყაროშიც ავტორიტეტია - საქართველოს თასის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები მხატვრულ ფილმებში.

 


ქართველი ხალხისგან დიდი ტიტულები ერგო - ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ხელოვნების ქურუმი. იყო ანსამბლ „თბილისის“ სოლისტი; არის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი; 2005 წლიდან ანსამბლ „ფესვების“ დირექტორი. გამოშვებული აქვს 5 მუსიკალური ალბომი („ქართული ხმები“).

 


გივი ჭიჭინაძე - ამჟამად მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია - წყალტუბოს, ხონის, ვანის და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი. კენჭს იყრიდა საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.

 


რეგალიებიც დიდი აქვს ახლანდელ პარლამენტარს: მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ; 1998-2000 წლებში იკავებდა „წითელი ხიდის“ საბაჟო–გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობას; 2012-2013 წლებში იყო პარტია „ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი; 2014-2015 წლებში - ვაკის რაიონის გამგებელი; 2015-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლმანეტის მაჟორიტარ იდეპუტატი №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

 


იმერეთში გუბერნატორად მუშაობის შემდეგ ოთხ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად ყოფნა პარლამენტში დიდი გამოწვევაა. როგორ თავად ამბობს, სამუშაო გრაფიკი არ განუსაზღვრავს, რადგან ოფიციალური დღეების გარეშეც იღებს მოქალაქეებს, განიხილავს წერილებს, პასუხობს ზარებს და ა.შ.

 

 

„გრაფიკი განსაზღვრულია საპარლამენტო სესიების მიხედვით. საგაზაფხულო სესია დაიწყო 2 თებერვლიდან, ერთი კვირა სესია არის, მეორე კვირას საკომიტეტო მუშაობებია. მხოლოდ ერთ კომიტეტში ვარ - კავკასიის და დიასპორის საკითხთა კომიტეტში, შარშან ორ კომიტეტში ვმუშაობდი და ძალიან დაკავებული ვიყავი. ახლა ერთ დავრჩი - რომ რაც შეიძლება მეტი დრო მქონდეს. სამაჟორიტარო ძალიან დიდი ოლქია 4 მუნიციპალიტეტი და ყველას ყურადღება ჭირდება, ჩვენი ბიუროები ყველაფერს გვაწვდიან. თუ ვერ ვახერხებ ჩასვლას ყოველთვის მიგზავნიან პრობლემებს თბილისში და იქედან ვარეგულრებ“ - ამბობს პარლამენტარი.

 


ოთხივე სამაჟორიტარო ოლქში გივი ჭიჭინაძეს, როგორც სიტყვის კაცს - ისე იცნობენ. „არ არსებობს საკითხი, რომელსაც ის გადადებს ხვალისთვის. თუ ამის შესაძლებლობა აქვს იმ წამსვე აგვარებს უმტკივნეულოდ. ის არა მარტო კარგი პოლიტიკოსი, არამედ კარგი ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებაა. ძალიან იოლია მასთან თანამშრომლობა, ის დიდი ღირსების მქონე ადამიანია,“ - ასე ახასიათებს ბატონ გივის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

 


თავად გივი ჭიჭინაძე პირველად გასაკეთებელ საქმედ „წყალტუბოს აღონძინების პროექტს“ მიიჩნევს:

 


„ უკვე მთავრდება გენერალური განვითარების გეგმა და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ჩვენ წყალტუბოს აღორძინებაზე უნდა ვიზრუნოთ. აქ არის უამრავი ძეგლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტსწარმოადგენს, ამ ძეგლებს სახე უნდა შევუნარჩუნოთ. აქ არ იქნება ქაოსი და განუკითახაობა. „ქართუ ჯგუფი“ აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას. ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან არ მიშნავს წყალტუბოს აღორძინების პროექტის დახურვას, როგორც ოპონენტები საუბრობენ.

 


ბიძინა ივანიშვილი ინვესტიციით წყალტუბოს აღორძინებაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ არ იქნება სხვისი სურვილი, აბასთუმნის პროექტში მხოლოდ ერთ სასტუმროს აშენებს, დანარჩენებში ინვესტორი შევიდა. წყალტუბო აბასთუმანზე გაცილებით დიდი და მასშტაბური პროექტია. დაახლოებით მილიარდ ევრომდე დაჯდება, რომ დასრულებულად ჩავთვალოთ. აქ ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, 20 სანატორიუმია აქ აღსადგენი. მისახედია საკანალიზაცია ქსელი. ქალაქის მოსახლეობის 40%-ს არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემა და ეს უნდა გაკეთდეს ისე,რომარ დაზიანდეს კურორტის მთავარი არტერია სამკურნალო წყლები. დიდი წვიმის დროს წყალდიდობებს ვიღებთ და ესეც მოსაწესრიგებელია.

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლებია და განსავითარებელია სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომელიც იყო ადრე, მწვანილით წყალტუბოს ქვედა ზონის სოფლები ამარაგებდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. ეს ბაზრები დაკარგულია და ვეცდები, რომ არა მარტო ძველი ბაზრები დავიბრუნოთ, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებზეც გავიდეთ. სამუშაო ძალიან ბევრია.

 


ძირითადი პრობლემა მაინც არის დასაქმება, სოციალური ფონი. თუ დაიწყო ინვესტიციების შემოსვლა, საქართველოში უამრავი ადამიანი დასაქმდება.

 


სოფიკო ყანჩაველი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი