გერმანია COVAX-პლატფორმის ფარგლებში საქართველოსთვის ვაქცინების გადაცემას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს 18 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა.
გერმანია COVAX-პლატფორმის შექმნის დღიდან მხარს უჭერს მას და ევროკავშირთან ერთად ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი დონორია.
წინასწარი პროგნოზით, საქართველო ამ პლატფორმიდან ვაქცინების 214 ათას დოზას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.