მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დაჯარიმდა
20-10-2015, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს "რსპ 40" 500 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯარიმების მიზეზი კომპანიის მიერ მშენებლობის დაგეგმილ ვადებში დაუსრულებლობაა. კერძოდ, პროექტი 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, რის გამოც მშენებლობის დასრულების ვადებმა გადაიწია.


როგორც კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, "რსპ 40" სამუშაოებს აგრძელებს. მერიაში შენობის ჩაბარებას მიმდინარე თვის ბოლომდე ელოდებიან.


მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც კარვებია განლაგებული, ამ დროისთვის მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა კი დიდ ლილოში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდებს ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება: საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.


პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი