თბილისის მერმა ვარკეთილში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა
04-02-2021, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა.

 


„სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო ავტოფარეხები, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავიღეთ ეს კონსტრუქციები და ძალიან კარგი სივრცე მოეწყო ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. აქვე არის საფეხბურთო მოედანი, რომლის რეაბილიტაციასაც ძალიან მალე დავიწყებთ და ერთი დიდი კომპლექსი იქნება რეკრეაციული სივრცის სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


სკვერი ექვსი ავტოფარეხის ადგილზე მოეწყო, რომელთა დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

 


7300 კვ. მეტრზე გაშენებულ სკვერში მოეწყო საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.

 

 

ვარკეთილში სკვერის მოწყობის სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ - „მონოლითი 2005“ აწარმოა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 678 000 ლარი დაიხარჯა.

 


დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და რევაზ სოხაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი