თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს. კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
ასევე, ნებისმიერ კვების ობიექტს, იქნება ეს კაფე-ბარი თუ რესტორანი, საკუთრების წინ არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე, 15 თებერვლიდან სტუმრების მიღება ისევ შეეძლება. ნებადართულია ღია სივრცეში მხოლოდ სკამებისა და მაგიდების განთავსება, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.