თბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა
04-02-2021, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა.

 


მსოფლიო ამ დღეს, კიბოს წინააღმდეგ ერთიანდება და მისი მიზანი, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, ყოველწლიურად, მილიონობით ლეტალური შემთხვევის თავიდან აცილებაა.

 

 

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია - „მე ვარ და მე ვიქნები“. ამ დღის აღნიშნვის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

 

 

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილისგანცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას.

 


გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისის მერია ამ მიმართულებით, რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ესენია - დაავადებათა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ხუთ კომპონენტს: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევას, ძუძუს კიბოს ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის გადანერგვის პროგრამები.

 


UICC 1933 წელს შეიქმნა და კიბოსთან ბრძოლის მართულებით, მსოფლიოში პირველი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 172 ქვეყნის 1200 ორგანიზაცია-წევრს აერთიანებს. UICC არის City Cancer Challenge ფონდის დამაარსებელი, რომელთანაც 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და საქართველოს პაციენტთა კავშირმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

 


მემორანდუმის ფარგლებში, City Cancer Challenge თბილისის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გეგმის ძირითადი მიმართულებებია: კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, თანაბარი ხელმისაწვდომობა, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, ეროვნული სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი