ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას ეკითხება: „მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობის დიდი ნაწილი?“
„გავიგე, რომ რიონის ხეობა გადაუციათ 1 საუკუნით თურქული კომპანიისთვის და იქ ადგილობრივ მოსახლეობას გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ჯვარი მოთხარეს, გადააგდეს - იქ ისეთი რაღაცები მოხდა, რაც მიუღებელია საერთოდ და კი არ ესიამოვნებათ ზოგიერთებს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა და პასუხი უნდა გაგვცენ. მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობის დიდი ნაწილი? ამის დამალვა არ შეიძლება... რა ისეთი ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ ხეობის ფლობის უფლებას?
ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ექნება სურვილი, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ნებისმიერ ადგილზე აღმართოთ ჯვარი. დიახ, ჯვარი ჩვენი დასაცავია, მფარველი და იარაღი, როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები მისით ვიცავთ თავს. მე მინდა, თანაგრძნობა, თანადგომა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც არაფერს ცუდს არ ითხოვს და იბრძვის, რათა ვიცოდეთ, რა ინტერესები ტრიალებს ხეობაში... სანამ შეგვიძლია, ხმა ამოვიღოთ. ვისაც ეს საკითხი არ აქვს გათვითცნობიერებული, ვამბობ, რომ მთელი საქართველოს საკითხია, ყველას ეხება“, - აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.