საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დასავლური კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ლოჯისტიკის ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბუდაპეშტში მდებარე ნატოს სამხედრო სამედიცინო სრულყოფის ცენტრთან (Military Medical Centre of Excellence) თანამშრომლობის პერსპექტივას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.