პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიიღო.
„ორი კვირის ვადა აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ დააკომპლექტოს ეს კომისია. კი, იყო ასეთი აზრი, რომ ვიქნებოდი ამ კომისიის თავმჯდომარე. შეთავაზება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იყო, აბა, ბოკერია ვერ შემომთავაზებდა. „ქართული ოცნებისგან“ იყო შემოთავაზება, ხომ არ ვიქნებოდი ამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბერს.
ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით. უბრალოდ, ჩვენს პარტიას, რომელიც დაარსდა და დარეგისტრირდა არჩევნებადე თვე-ნახევრით ადრე, რომელსაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები გყვავდა, საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ გვყოლია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ და ჩვენს პარტიას არ ჰყოლია მთელი საქართველოს მასშტაბით კომისიის წევრები“, განაცხადა ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.