23-25 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში საიუბილეო დღეები გაიმართება
20-10-2015, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

23-25 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში საიუბილეო დღეები გაიმართება.


ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება – კონცერტი მოსწავლეთა, მშობელთა გუნდისა და სკოლის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ევრითმიული წარმოდგენები, ნაწყვეტები მერვე და მეთერთმეტე კლასების სპექტაკლებიდან; გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იქნება სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, ფერწერული ტილოები, ხელნაკეთი ნივთები.


„იუბილეზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამი დღის განმავლობაში გაეცნონ სკოლას, შეიგრძნონ მისი ინდივიდუალური სახე და მოისმინონ ქრისტოფ იოჰანსენის (IAO) მოხსენება: „თანამედროვე გამოწვევები და ვალდორფის პედაგოგიკა, როგროც მომავალზე ორიენტირებული პედაგოგიკა“.


იუბილეს დაესწრებიან სტუმრები გერმანიიდან: შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IAO) წარმომადგენლები; თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მხარდამჭერი კავშირის წევრები ზაარბრიუკენიდან და მარბურგიდან; სომხეთიდან – ერევნის ვალდორფის სკოლის კოლეგია.


საზეიმო ღონისძიებებზე მოწვეულნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი“,- აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.


თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს ქართველი და გერმანელი პედაგოგების საინიციატივო ჯგუფის მიერ, საქართველოს განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით დაარსდა. საერთაშორისო ორგანიზაციის „თავისუფალი ვალდორფის სკოლების კავშირი“ (Union of Free Waldorf Schools) წევრი თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ახორციელებს ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი