მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მეჭიაურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ისე ეცემა, რომ მალე თვითონ გაქრება. ამასთან დაკავშირებით კი, NDI-ს კვლევებზე მეტად, მეჭიაურს მკითხავების სჯერა.
"რა თქმა უნდა, არანაირ ძალადობას არ მივესალმები. ეს ცალსახაა, თუმცა შეიძლება ვიღაცას ნერვები მართლაც არ ყოფნის. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა, შეიძლება მსგავსი რაღაც თვითონ დაზარალებულმა გააკეთა და მას შეიძლება გავუგო. არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს დაბრალდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.