ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები დასასრულს უახლოვდება
06-02-2021, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.

 


ნათია თურნავა ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების გააქტიურებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება.

 


“პრაქტიკულად, 2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა - 18 დახლი 10-ის ნაცვლად, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1,200 მგზავრს. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვისა და ტურიზმის გაჯანსაღების და ძველ ნიშნულების ფონზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 


აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.

 


მინისტრთან ერთად, აეროპორტში არსებული ვითარება დაათვალიერეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი