საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
21-10-2015, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე, გლობალური უსაფრთხოების თემებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს.


საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიური და ურყევი მხარდაჭერისათვის.


შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მხრიდან არის დაინტერესება მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის სფეროებით.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ძალიან საინტერესოა, საქართველოსათვის სოფლის მეურნეობის სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ისრაელის გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და სტარტ აპ - ების პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ასევე საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროშიც, რადგან დღეს ისრაელიდან ვიზიტორების ზრდის დინამიკა პოზიტიურია.


მხარეებმა გლობალურ უსაფრთხოებაში, ქვეყნის როგორც რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველო ისრაელის თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.


საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი