ბექა ნაცვლიშვილი პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ტოვებს და აცხადებს, რომ ანაგრძობს ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის
08-02-2021, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბექა ნაცვლიშვილი პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ტოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ტოვებს პარტიას, მაგრამ განაგრძობს ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის.

 

 

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წერვებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართგანსაკუთრებული ერთგულება. პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.

 

 

პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

 

 

სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის“, – ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი