ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილს ჰქონდა ერთადერთი - ძალაუფლების დაბრუნების წყურვილი, რასაც ვერ იბრუნებს და მისი პარტიის შესვლა პარლამენტში მის ინტერესში ამიტომ არ შედის
08-02-2021, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილს, ერთადერთი მას ჰქონდა ძალაუფლების დაბრუნების წყურვილი. შესაბამისად, ძალაუფლებას ვერ იბრუნებს და მისი პარტიის შესვლა პარლამენტში მის ინტერესში ამიტომ არ შედის, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

 


მისის თქმით, პარლამენტში უკვე 3 პოლიტიკური პარტია და 150 დეპუტატია წარმოდგენილი, შესაბამისად, საბოტაჟმა აზრი დაკარგა.

 


„სააკაშვილისა და ბოკერიას დამოკიდებულებას საკითხისადმი ძალიან კონკრეტული ახსნა აქვს. ბოკერიამ დაკარგა ყველაფერი. მისი პარტია ასედაც და ისედაც პარლამენტში ვერ შემოდის და აქედან გამომდინარე, მას რაიმეზე შეთანხმება არ უღირს.

 

 

რაც შეეხება სააკაშვილს, ერთადერთი მას ჰქონდა ძალაუფლების დაბრუნების წყურვილი. შესაბამისად, ძალაუფლებას ვერ იბრუნებს და მისი პარტიის შესვლა პარლამენტში მის ინტერესში ამიტომ არ შედის. მათი პოზიცია ახსნადია. რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამართლებული, მაგრამ ახსნადია.​

 

 

თუმცა, ახსნა ვერ ექნება ბევრი ოპოზიციური პარტიის პოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რადგან პრაგმატულად, მათ პარლამენტში შესვლა, ბუნებრივია, უნდა აწყობდეთ. ასეთ დროს, როდესაც რაიმეს ახსნა არ აქვს, ახსნა უნდა ვეძებოთ რაღაცაში, რაც იმალება კულისებს მიღმა. ბუნებრივია, აქ ჩვენ მარჩიელობაში ვერ შევალთ. ესაა ზოგადი სურათი“, - განაცხადა კობახიძემ.

 


მისი თქმით, ჰქონდათ ორმხრივი კონსულტაცები და მაქსიმალურად ცდილობდნენ პარტიები პარლამენტში შესვლის მიზანშეწონილობაში დაერწმუნებინათ. კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ ორი პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში ეს მოახერხეს კიდეც.

 


„ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი დღის წესრიგი. პარლამენტს ექნება თავისი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებაზე. თუ ვინმეს გაუჩნდება პარლამენტში შემოსვლის სურვილი, რა თქმა უნდა, დაველაპარაკებით და თუ ჩვენგან რაიმე იქნება რაციონალური შესათავაზებელი, ამაზეც უკან არ დავიხევთ, მაგრამ მათი მხრიდან ეს უნდა იყოს რაციონალური შემოთავაზება და ამან ხელი არ უნდა შეუშალოს დემოკრატიული პროცესის განვითარებას. დღეიდან ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონცენტრირებული ჩვენს დღის წესრიგზე. ხედავთ, რომ პარლამენტში უკვე 3 პოლიტიკური პარტია და 150 დეპუტატია წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩანს, საბოტაჟმა ყოველივე აზრი დაკარგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ფუფუნება, მთლიანად გადავერთოთ სახელმწიფოებრივ დღის წესრიგზე და მივყვეთ იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი