კანონპროექტები, რომლებიც უკავშირდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს შექმნას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დაამატა, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნით კულტურის სფეროს საქართველოში დიდი პერსპექტივა გაუჩნდება.
„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ნამდვილად დიდი პერსპექტივა გაუჩნდება კულტურას საქართველოში, რადგან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ სფეროში ძალიან დიდი წარმატება განაპირობოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.