თეა წულუკიანის განცხადებით, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული
08-02-2021, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტომის ომის საქმზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

 


თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის პერიოდი და ის დღე გაიხსენა, როცა იუსტიციის სამინისტროდან 2008 წლის ომის საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი შევიდა.

 


„ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რამდენიმე რამის თქმა, ვინაიდან ეს მართლაც უპრეცედენტო, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა და როგორც ბატონმა მინისტრმაც ბრძანა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ 21 იანვრის გადაწყვეტილება საკუთრივ უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

 


პირველ რიგში, მინდა, გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ის დღე, როდესაც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში. ის საჩივარი, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებაც დღეს ჩვენ ვისმენთ ანგარიშს, შემოვიდა გვიან საღამოს იუსტიციის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, უმძიმესი დღე იყო თითოეული იმ ქართველისთვის, რომელიც იმ დროს უცხოეთში საქმიანობდა და ცხოვრობდა.

 


საჩივარი რომ შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო. რეალურად, სულ რამდენიმე, ასე ვიტყოდი, ჩინოვნიკი თუ ვიყავით შემორჩენილი ოფისში. ასე ვთქვათ, სწორედ იმ წუთებში გაუმართლა საჩივარს, ვინაიდან რამდენიმე საათით გვიან რომ შემოსულიყო, კიდევ რამდენიმე დღე ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან შემდეგ დასვენების დღეებიც უწევდა. როგორც კარგად დაიწყო ამ საჩივარმა მაშინ მოძრაობა, მე ვიტყოდი, რომ ასევე კარგად დაასრულა. თუმცა, ჩემი მხრიდან ასევე არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, ვინც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. თქვენც უნდა ჩაგანაცვლონ, ბატონო მინისტრო, და მთავრობაც.

 

 

ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. ჩვენ არ ვშრომობდით რაღაცა სხვისთვის. ჩვენ ვშრომობდით, რომ მათთვის დაგვეტოვებინა სამართლებრივი დოკუმენტი და მყარი საფუძველი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც მანამდე უბრალოდ არ გაგვაჩნდა, მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა 21 იანვარს. ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ მანამდე არ გვქონდა.

 

 

თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამაზე ბატონმა გოჩამ ძალიან დეტალურად ისაუბრა, მე არ შევჩერდები, ამაზე დროს არ დაგაკარგინებთ, მაგრა, მინდა, იცოდეთ რომ, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

 

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეპუტატებს ანგარიშს აცნობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი