ლევან კობერიძემ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო“ დატოვა და ამის მიზეზად ხედვებში „გარკვეული განსხვავება“ და მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნის შეუსრულებლობა დაასახელა
08-02-2021, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძემ პარტია „ლელო“ დატოვა და ამის მიზეზად ხედვებში „გარკვეული განსხვავება“ და „მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე“, შეუსრულებლობა დაასახელა.

 


„ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა.

 


„ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ, რომელიც მამუკა ხაზარაძის პარტიას 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი