დოქტორი ნადირ არბერი თავის ლაბორატორიაში, სადაც EXO-CD24 -ზე მუშაობდნენ. ფოტო თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან
უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, პრეპარატის სახელწოდებაა . ის წარმოადგენს CD24 ეზოსომების საფუძველზე შექმნილ ინოვაციურ ნაერთს, რომელსაც პირდაპირ ფილტვებში უშვებენ, რათა აღმოფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი.
„დღეს არსებული მონაცემებით COVID-19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა გამოიყენება. ხოლო მეორე ეტაპზე, გართულების შემთხვევაში, ვითარდება ე.წ. ციტოკინური ქარიშხალი. დღემდე, ჯერ ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო კორონავირუსის ამ ეტაპის მიმართ სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დადასტურება.
როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.
შესაბამისად, პრეპარატის პირველი ფაზის შედეგები ძალზედ დამაიმედებელია და ველით, რომ გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს COVID-19-თან ბრძოლაში“, აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.