შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას არ ითვალისწინებს
08-02-2021, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას არ ითვალისწინებს. როგორც მასნ თქვა, მოლაპარაკებების ფარგლებში ხდება შეთანხმება სისტემაზე და არა კონკრეტულ ადამიანებზე.

 


„რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ის არის გარკვეული ვადით არჩეული, ამიტომ ეს არ არის ამ მემორანდუმის განხილვის საკითხი. მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები. მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებს და სისტემას და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული მათ შორის მოლაპარაკების პროცესი. სწორედ ამიტომ, პიროვნებები და პიროვნული საკითხები არ არის მემორანდუმის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ცესკოს მიმართ არაერთი პრეტენზია გაჟღერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო.

 

 

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კი საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი