ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ვანის მერიის ცნობით, სოფლებში პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, დღეს ყუმურის, ტობანიერის, მთისძირისა და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას მიიჩნევს, მათთვის ასევე პრიორიტეტულია სოფლის ცენტრში სკვერისა და გარე განათების მოწყობა.
ტობანიერში ადგილობრივების ინიციატივით, სოფლის პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხის, ბეტონის გზის, გარე განათების და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაიგეგმა.
მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა პრიორიტულად სოფლის ცენტრისა და ორი მინი სტადიონის კეთილმოწყობას, მდინარე ნასერელაზე არხების გაწმენდასა და სასაფლაოს გზის რეაბილიტაციას მიიჩნევს.
შუამთაში სოფლის მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას საცალფეხო ხიდის მშენებლობა, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია წარმოადგენს.
კოვიდ პანდემიის გამო, სოფლის საერთო კრებები იმართება ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.