თემურ ჭყონიას გაუკვირდა, რომ პრემიერ მინისტრთან შეხვედრა „ძალიან საინტერესო“ აღმოჩნდა - რა განაცხადეს ბიზნესმენებმა გახარიასთნ შეხვედრის შემდეგ
08-02-2021, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსხვილმა ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

 


თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მისდა გასაკვირად, გახარიასთან კონსტრქუციული და საინტერესო შეხვედრა შედგა.

 

 

თემურ ჭყონია: „საუბარი იყო მეგობრული, კარგი, კონსტრუქციული. ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ჩემდა გასაკვირად, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში თავის თავზე პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას, რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“.

 

 

ჭყონიას თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს.

 


„ჩემს საკითხებს მე თავად მოვუვლი. ვფიქრობ, რომ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ, უნდა ვისაუბროთ, ერთობლივად რა შეგვიძლია, უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის, თორემ ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, სახელმწიფო ვერ მოუვლის“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

 

ვფიქრობთ, ორ კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს. ეს განცხადება საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

 

 

„ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღე დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ გარკვეულ პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 

მისივე თქმით: „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სკურპულოზურად ვუყურებდით ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და აქედან გამომდინარე, თანაზიარი ვიყავით იმ მოსაზრებისა, რომ პირველ რიგში ეპიდსიტუაცია უნდა დარგეულირებულიყო და ამის შემდგომ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი და ა.შ. ფაქტია, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამ გაეხსნა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ“.

 

 

„ეს პოზიტიური სიგნალია ეკონომიკისთვის და პოზიტიურ ვიბრაციას შექმნის, ბუნებრივია, ბიზნესებისათვის. ასევე, ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათანობით გაუქმდეს“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 


თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

 


„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24-საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა.

 

 

შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ-მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 


აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ აღნიშნა, რომ პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება.

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრას, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, – განაცხადა მინდია საბანაძემ.

 

 

მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

 

ბიზნესმენების კომენტარებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი