ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების „მკაცრად წინააღმდეგია“
08-02-2021, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, მექნებოდა მოლოდინი, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგებოდა. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ პარლამენტში შევიდეს, აიღონ მანდატები და საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა „TV პირველთან“ საუბრისას.

 


„ჩვენ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები საქართველოში. საქართველოს მოსახლეობა ელის პარლამენტში მუშაობის დაწყებას. კომპრომისებია საჭირო. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დებატების კულტურა ცივილიზებული იქნება. არ შეიძლება თავდასხმა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე დიპლომატზე, ჩვენს ელჩზე, კარლ ჰარცელზე და ამისთვის, ახსნა-განმარტება გვჭირდება. რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ. იგივე შედეგები რომ მივიღოთ? რატომ არ უნდა დავიწყოთ მუშაობა ახლა? ორი წელი რას ველოდოთ?“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის კომენტარს „იმედინიუსი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი